Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართულმა ფილმმა წარმატება მოიპოვა კოტბუსის კინოფესტივალზე


ქართულმა კინოფილმმა „ნაკეცები და ბზარები“ წარმატება მოიპოვა გერმანიის ქალაქ კოტბუსის მე-19 საერთაშორისო კინოფესტივალზე. ახალგაზრდა ქართველი რეჟისორის, ზაზა რუსაძის მოკლემეტრაჟიან სურათს მთავარი პრემია ერგო საგანგებო პროგრამაში სახელწოდებით „ახალი კინო შავი ზღვისპირეთიდან“. როგორც თავად რეჟისორმა რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში აღნიშნა, ფილმში დასმულია კითხვა, არის თუ არა შესაძლებელი, თავიდან აიცილო ომი.
XS
SM
MD
LG