Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აფეთქებებმა ჩრდილო-დასავლეთ პაკისტანში 16 ადამიანი შეიწირა


პაკისტანის ქალაქ ფეშავარში თვითმკვლელი მოიერიშის მიერ მოწყობილი აფეთქების შედეგად, სულ ცოტა, 10 ადამიანი დაიღუპა. აფეთქება, რომელიც დანაღმული ავტომანქანით მოეწყო, მიმართული იყო პაკისტანის დაზვერვის სააგენტოს ოფისის წინააღმდეგ. დაჭრილების რიცხვი 50 აღემატება. ამ აფეთქების შემდეგ ცოტა ხანში ისევ დანაღმული ავტომანქანით მოწყობილმა აფეთქებამ, სულ ცოტა, 6 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა ქალაქ ბაკახელში. ბაკახელი, ისევე როგორც ფეშავარი, ჩრდილო-დასავლეთში მდებარეობს. ბაკახელი მოწყობილი აფეთქება პოლიციის განყოფილების წინაღამდეგ იყო მიმართული. დაიჭრა 30-მდე კაცი.
XS
SM
MD
LG