აშშ-ის პრეზიდენტი ობამა ბირმის მმართველ რეჟიმს მოუწოდებს, გაათავისუფლოს დემოკრატიული მოძრაობის ლიდერი, მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი ანგ სან სუ ჩი და დანარჩენი პოლიტიკური პატიმრები. ოცფიციალური ინფორმაციით, ობამა ამ მოწოდებით გამოვიდა სინგაპურში, სამხრეთ აზიის 10 ქვეყნის ლიდერებთან, მათ შორის ბირმის პრემიერ-მინისტრთან, გენერალ ტეინ სეინთან შეხვდერის დროს. შეხვედრა, რომელიც აზია-წყნარი ოქკეანის ქვეყნების სამიტის პარალელურად გაიმართა, უჩვეულო იყო იმ მხრივ, რომ ერთ ოთახში იმყოფებოდნენ აშშ-ის პრეზიდენტი და დიქტატორული რეჟიმის გამო იზოლირებული ბირმის პრემიერ-მინისტრი. თეთრი სახლის პრეს-მდივნის, რობერტ გიბსის განცხადებით, ობამამ ბირმას მოუწოდა ასევე, ბოლო მოუღოს უმცირესობების შევიწროვებას.
ყველაზე პოპულარული
1