Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ თანახმად, ყველაზე კორუმპირებული ქვეყნები ავღანეთი და სომალი არიან


მსოფლიოში კორუფციის საკითხების შემსწავლელი ორგანიზაციის „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ თანახმად, ავღანეთსა და სომალიში ყველაზე მეტად არის გავრცელებული კორუფცია. ორგანიზაციის ანგარიშში აღნიშნულია, რომ ავღანეთის საჯარო სექტორში ვითარება ბოლო ორი წლის მანძილზე გაუარესდა და ახლა მას მხოლოდ სომალიში შექმნილი ვითარება თუ შეედრება. „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ანგარიში, რომელშიც ასახულია ვითარება მსოფლიოს 180 ქვეყანაში, დღეს გამოქვეყნდა. ყველაზე ნაკლებად კორუმპირებულ ქვეყნად გამოცხადდა ახალი ზელანდია, რომელსაც მოჰყვებიან დანია და სინგაპური. 180-ქვეყნიან სიაში საქართველოს 66-ე ადგილი უკავია. „საერთაშორისო გამჭვირვალება საქართველოს“ განცხადებით, შარშანდელთან შედარებით, კორუფციის დონე საქართველოში უმნიშვნელოდ შემცირდა.
XS
SM
MD
LG