Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში შეიარაღებული ძალების გადაადგილებაა დაგეგმილი


საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის განცხადებით, ქვეყნის შეიარაღებული ძალების გადაადგილება, რომელიც ამ დღეებშია დაგეგმილი, რაიმე საფრთხეს არ შეიცავს. ეკა ტყეშელაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს დასამალი არაფერი აქვს. მისი ინფორმაციით, სამხედრო ნაწილების გადაადგილების პროცესს ევროკავშირის მეთვალყურეთა მისია დააკვირდება. მომავალ კვირაში შეიარაღებული ძალების გადაადგილება თბილისის, ბაზალეთისა და გორის მახლობლადაა დაგეგმილი, რის შესახებაც ევროკავშირის მისია ოფიციალურადაა ინფორმირებული.
XS
SM
MD
LG