Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რას ეუბნება კრემლი საერთაშორისო საზოგადოებას, უსაფრთხოების ახალი არქიტექტურის შეთავაზებით


ბაკურ კვაშილავა (მარცხნივ) და კახა გოგოლაშვილი
ბაკურ კვაშილავა (მარცხნივ) და კახა გოგოლაშვილი
”ევროპული უსაფრთხოების ხელშეკრულების” ახალი ინიციატივა რუსეთის პრეზიდენტმა 29 ნოემბერს გაახმოვანა, ხოლო 30 ნოემბერს პროექტის ტექსტი მის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა. მედვედევი ევროატლანტიკურ სივრცეს უსაფრთხოების შენარჩუნებისა და განმტკიცების ახალ გეგმას სთავაზობს, რის მიღმაც ექსპერტები მხოლოდ კრემლის ინტერესების განმტკიცების მცდელობას ხედავენ. მათთვის აშკარაა, რომ კრემლი, სამშვიდობო მედიატორის როლის მორგებით, გავლენის სფეროების გაფართოებას ცდილობს, მათ შორის, საქართველოსთან მიმართებითაც. კონკრეტულად რა აქვს ჩაფიქრებული მოსკოვს და შეძლებს თუ ვერა ის მიზნის მიღწევას - სწორედ ამ საკითხების გარშემო მსჯელობენ ”სადისკუსიო მაგიდასთან” პოლიტოლოგები ბაკურ კვაშილავა და კახა გოგოლაშვილი. საუბარს რადიო თავისუფლების თბილისის სტუდიაში ლელა კუნჭულია უძღვება.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG