Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გალში წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო


ბესლან ბუთბა, დე ფაქტო აფხაზეთის პრეზიდენტობის კანდიდატი
ბესლან ბუთბა, დე ფაქტო აფხაზეთის პრეზიდენტობის კანდიდატი
დე ფაქტო აფხაზეთის პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატის, ბესლან ბუთბას წარმომადგენლები დღეს სოფელ პირველ ოტობაიას სკოლაში მივიდნენ და მასწავლებლებსა და მოსწავლეებს წინასაარჩევნოდ რუსულ ენაზე დაბეჭდილი პარტიის პროგრამა, სააგიტაციო ბუკლეტები და გაზეთი ”ეხო აბხაზიი” დაურიგეს.

თავის წინასაარჩევნო პროგრამაში ბესლან ბუთბა გამარჯვების შემთხვევაში ამომრჩევლებს პენსიების მომატებას, აფხაზეთში დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობასა და ახალი აფხაზური პასპორტების გამოცემას ჰპირდება.

რადიო თავისუფლების რესპონდენტი აქვე იხსენებს, რომ ბესლან ბუთბას წარმომადგენლების მისვლამდე სკოლას სოფელ ჭუბურხინჯის გამგებელი ზაურ არშბა ესტუმრა და სოფელ პირველი ოტობაისა გამგებელი იკითხა. თუმცა, ვერ აკონკრეტებს, რა კავშირი შეიძლება იყოს ამ ორ შეხვედრას შორის.

სოფელ პირველ ოტობაიას მკვიდრთან საუბარში გაირკვა, რომ წინასაარჩევნოდ სოფლის გამგეობა საავადმყოფოშია განთავსებული და საარჩევნო შტაბიც იქ იმუშავებს.
XS
SM
MD
LG