Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პერმში ხანძრის შედეგად 100-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა


პერმში, ღამის კლუბ „კოჭლ ცხენში“ წუხელ გაჩენილი ხანძრის აფეთქების შედეგად 105 ადამიანი დაიღუპა, 114 დაჭრილი ქალაქის საავადმყოფოებშია მოთავსებული. რუსეთის საგანგებო ვითარებათა პერმის სამხარეო სამმართველოს ინფორმაციით, აფეთქების შემდეგ კლუბში ხანძარი გაჩნდა. ერთ-ერთი ვერსიით, ხანძარი იმ მასალებმა გამოიწვია, რომელიც სადღესასწაულო ფოიერვერკისთვის მზადდებოდა. კლუბში, რომელიც დაარსების მერვე წლისთავს აღნიშნავდა, სავარაუდოდ, 200-მდე ადამიანი იმყოფებოდა. არსებობს ვარაუდი, რომ მოქალაქეთა უმრავლესობა ძლიერი კვამლისა და ჭყლეტის შედეგად დაიღუპა. ყველა დაღუპული ახალგაზრდა ასაკისაა. ღამის კლუბში მომხდარი აფეთქების შესასწავლად შექმნილია სახელმწიფო კომისია. რუსეთის პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის უფროსის, დმიტრი პესკოვის ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით პერმში ჩავიდნენ საგანგებო ვითარებათა მინისტრი სერგეი შოიგუ, შინაგან საქმეთა მინიტრი რაშიდ ნურგალიევი და ჯანმრთელობის დაცვის მინისტრი ტატიანა გოლიკოვა.
XS
SM
MD
LG