Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის არჩევნებში სერგეი ბაღაფშმა გაიმარჯვა


აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტის არჩევნებში დიდი უპირატესობით გაიმარჯვა ამჟამინდელმა დე ფაქტო ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, ბატალ ტაბაღუას ცნობით, ბაღაფშმა ამომრჩეველთა ხმების 59,4-მა პროცენტი მოაგროვა და საგრძნობლად ჩამოიტოვა თავისი მეტოქეები: რაულ ხაჯიმბა (15,4), ზაურ არძინბა (10,6), ბესლან ბუტბა (7,9) და ვიტალი ბგანბა (1,5).

ამომრჩეველთა აქტიურობამ, ტაბაღუას თქმით, 73,4 პროცენტი შეადგინა. მანვე გამოაცხადა, რომ სერგეი ბაღაფშის ინაუგურაცია უახლოესი ერთი თვის განმავლობაში გაიმართება. ცერემონიის კონკრეტული თარიღი ტაბაღუას არ დაუსახელებია.

თბილისი არჩევნებს არალეგიტიმურად მიიჩნევს და საერთაშორისო თანამეგბრობას მოუწოდებს, დაგმოს კენჭისყრა.
XS
SM
MD
LG