Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოზდოკი-თბილისის გაზსადენის გადაკეტვით საქართველოს აირი არ შეწყვეტია


განაღმვითი სამუშაო დასრულდა ინგუშეთში, მოზდოკი-თბილისის გაზსადენზე, სადაც ორი ასაფეთქებელი მოწყობილობა გააუვნებელყვეს. მილსადენზე ნაღმის აღმოჩენის შესახებ კომპანია გაზპრომმა გასულ ღამით განაცხადა და ინგუშეთსა და ჩრდილოეთ ოსეთს ბუნებრივი აირის მიწოდება შეუჩერა. ამავე მიზეზით რუსეთიდან საქართველოს ტერიტორიის გავლით გაზი არ მიეწოდებოდა სომხეთს, რომელმაც დეფიციტის შესავსებად საკუთარი რეზერვები გამოიყენა. რაც შეეხება საქართველოს, ნავთობის და გაზის კორპორაციის ინფორმაციით, გაზმომარაგების პრობლემა არ შექმნილა, რადგან ქვეყანა ბუნებრივ აირს ძირითადად, აზერბაიჯანიდან იღებს.
XS
SM
MD
LG