Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

H1N1 ვირუსით საქართველოში მეოთხე ადამიანი გარდაიცვალა


საქართველოში H1N1 ვირუსით გარდაცვლილი ადამიანების რაოდენობა ოთხამდე გაიზარდა. მათ ოჯახებს დღეს სამძიმარი პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა გამოუცხადა. მთავრობის სხდომაზე ჯანდაცვის მინისტრმა ალექსანდრე კვიტაშვილმა აღნიშნა, რომ ოთხივე შემთხვევაში დაავადებულებმა სამედიცინო დაწესებულებებს დროულად არ მიმართეს. მინისტრმა მოქალაქეებს კვლავ მოუწოდა, გრიპის სიმპტომების გამოვლენისას ექიმებს დაუყოვნებლივ მიმართონ და შეახსენა, რომ მკურნალობა უფასოა.
XS
SM
MD
LG