Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიტანეთის სასამართლომ ციპი ლივნის დაპატიმრების ორდერი გასცა და შემდეგ გააუქმა


ბრიტანეთის სასამართლომ ჯერ გასცა, შემდეგ კი გააუქმა ისრაელის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის, ციპი ლივნის დაპატიმრების ორდერი, ომში ჩადენილი დანაშაულების ბრალდებით. ბრიტანეთში გამომავალი გაზეთ „გარდიანის“ ცნობით, ვესტმინსტერის სასამართლოს მიერ გაცემული ორდერის საფუძველი გახდა იმ ადვოკატების თხოვნა, რომლებიც ღაზაში წლის დასაწყისში მიმდინარე ბრძოლის პალესტინელ მსხვერპლთა ინტერესებს იცავენ. გაზეთების ცნობით, ორდერი მოგვიანებით გაუქმდა - მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ლივნი დიდ ბრიტანეთში არ შესულა. ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, უწყება იძიებს მიზეზებს, რატომ თქვა ლივნიმ უარი დაგეგმილ მოგზაურობაზე ბრიტანეთში. ლივნის ოფისი ამბობს, რომ არაფერი იცის ორდერის შესახებ. ღაზაში მიმდინარე ბრძოლას დაახლოებით 900 პალესტინელის სიცოცხლე შეეწირა. იმ დროს ლივნი საგარეო საქმეთა მინისტრი იყო.
XS
SM
MD
LG