Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის პრეზიდენტობის კანდიდატები ტელე-დებატებზე უარს ამბობენ


უკრაინის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, უკრაინის პრეზიდენტობის ხუთმა ძირითადმა კანდიდატმა: ვიქტორ იუშჩენკომ, იულია ტიმოშენკომ, ვიქტორ იანუკოვიჩმა,ვოლოდიმირ ლიტვინმა და არსენი იაცენიუკმა უარი თქვეს იანვარში დეგეგმილ ოფიციალურ სატელევიზიო დებატებზე. უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნები 17 იანვარს გაიმართება. საარჩევნო კომისიის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ არც ერთ კანდიდატს არ განუმარტავს - რატომ თქვა უარი სატელევიზიო დებატებში მონაწილეობაზე. უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში 18 კანდიდატია წარმოდგენილი.
XS
SM
MD
LG