Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თვითმკვლელის მიერ მოწყობილმა აფეთქებამ პაკისტანში, სულ ცოტა, 12 ადამიანი შეიწირა


პაკისტანში თვითმკვლელმა მოიერიშემ დანაღმული ავტომანქანა ააფეთქა მეჩეთთან, რომელიც პოლიციის განყოფილების ტერიტორიაზე მდებარეობს და მოკლა, სულ ცოტა, 12 ადამიანი. ადგილობრივი საავადმყოფოს ოფიციალური წარმომადგენლის განცხადებით, დაჭრილია 28 ადამიანი - უმეტესწილად პოლიციელები. აფეთქება ჩრდილო-დასავლეთში მდებარე ქვემო დირის რაიონში მოეწყო. ის ესაზღვრება სვატის ხეობას, რომელზეც წელს კონტროლი დაამყარეს პაკისტანის ჯარებმა თალიბანთან ბრძოლის შედეგად.
XS
SM
MD
LG