Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისი-მოსკოვის ჩარტერული რეისები საახალწლოდ განხორციელდება


რუსეთის ფედერაციის ტრანსპორტის სამინისტრო თბილისი-მოსკოვის ჩარტერული რეისების შესრულების შესახებ ქართული ავიაკომპანიის მიმართვას განიხილავს. ამის შესახებ “რია ნოვოსტი” იუწყება. “რეისები საახალწლო დღესასწაულის დღეებში განხორციელდება”, - განაცხადეს ტრანსპორტის სამინისტროში. 26 დეკემბრიდან 15 იანვრამდე თბილისი-მოსკოვის მიმართულებით ყოველდღიური ჩარტერული რეისების განხორციელების განაცხადით ავიაკომპანია “Airzena – საქართველოს ავიახაზებმა” მიმართა. ავიაკომპანიის პრესსამსახურის უფროსის, ნინო გიორგობიანის განცხადებით, რუსული მხრიდან სიტყვიერი თანხმობა უკვე არსებობს. ავიაკომპანია “აირზენამ” მოსკოვის მიმართულებით ფრენა ბოლოს 2008 წლის 8 აგვისტოს შეასრულა, ხოლო 9 აგვისტოს რუსეთის საავიაციო ხელისუფლებიდან მიიღო შეტყობინება საომარი მოქმედებების გამო ფრენების შეჩერებაზე.

XS
SM
MD
LG