Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუმინეთის პარლამენტმა კოალიციური მთავრობა დაამტკიცა


რუმინეთის პარლამენტმა ახალი მთავრობა დაამტკიცა. ემილ ბოკი კვლავ გახდა ქვეყნის პრემიერ-მინისტრი მას შემდეგ, რაც ერთი თვის წინ კანონმდებლებმა უნდობლობა გამოუცხადეს მთავრობას. მეორე ვადით არჩეულმა რუმინეთის პრეზიდენტმა ტრაიან ბასესკუმ მთავრობის მეთაურის პოსტზე დაამტკიცა ემილ ბოკი, რომელმაც კვირას მთავრობის კაბინეტის ახალი კოალიციური შემადგენლობა წარმოადგინა. რუმინეთის მთავრობის უმთავრესი ამოცანაა დამტკიცოს 2010 წლის ბიუჯეტი, რაც აუცილებელი პირობაა იმისათვის, რომე ქვეყანამ საერთაშორისო სავალუტო ფონდისაგან 1.5 მილიარდი ევროს დახმარება მიიღოს.
XS
SM
MD
LG