Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ ირანის მთავრობას ხალხის აზრის გათვალისწინებისკენ მოუწოდებს


აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ფილიპ ქროულიმ ჟურნალისტებს ოთხშაბათის ბრიფინგზე განუცხადა, რომ ”ირანი იყენებს ყველა ბერკეტს, უშიშროების ყველა ელემენტს იმისათვის, რომ ბოლომდე გათელოს ირანის ხალხის სულისკვეთება”. ქროულიმ მოუწოდა ირანის მთავრობას გაითვალისწინოს ის, რასაც ირანის ხალხი ამბობს. ირანში საპროტესტო გამოსვლები ივნისის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ მიმდინარეობს. მიმდინარე კვირაში სასულიერო ლიდერის დიდი აიათოლა ჰოსეინ ალი მონთაზერის დაკრძალვის შემდეგ პოლიციასა და ოპოზიციის მხარდამჭერებს შორის შეტაკება მოხდა.
XS
SM
MD
LG