Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სავალუტო ფონდმა უარი უთხრა უკრაინას ახალი ტრანშის გამოყოფაზე


საერთაშორისო სავალუტო ფონდმა უარი უთხრა უკრაინას წლის ბოლომდე ახალი ტრანშის გამოყოფაზე. უკრაინის ფინანსთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა იგორ უმანსკიმ ვაშინგტონში გამართული მოლაპარაკების დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ ფონდი აფერხებს მორიგი, თითქმის ოთხმილიარდიანი სესხის გაცემას უკრაინაში მიმდინარე ინტენსიური საარჩევნო კამპანიის გამო. სავალუტო ფონდმა უკრაინას გლობალური ეკონომიკური კრიზისის დასაძლევად 16,4 მილიარდი დოლარი გამოუყო, თუმცა ჯერჯერობით კიევმა მხოლოდ 10,6 მილიარდი დოლარი მიიღო. პრეზიდენტის არჩევნები უკრაინაში 17 იანვარს გაიმართება.
XS
SM
MD
LG