Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეიდან თბილისში წინასაახალწლო ღონისძიებები იწყება


თბილისში დღეიდან წინასაახალწლო ღონისძიებები გაიმართება. როგორც ”ინტერპრესნიუსს” თბილისის მერიიდან აცნობეს, ამასთან დაკავშირებით ქალაქის სხვადასხვა უბნებში საახალწლო ბაზრობები გაიხსნება. 25 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით, 15:00-დან 20:00 საათამდე, სპორტის სასახლესთან, ვარდების რევოლუციის მოედანზე, გლდანის პარკში და პუშკინის სკვერში მოწყობილ საახალწლო სოფლებში პატარებისთვის სხვადასხვა გასართობი ღონისძიებები და სპექტაკლები გაიმართება.
29 დეკემბერს მთაწმინდის პარკში თოვლის ბაბუა მიბრძანდება და წინასაახალწლო კონცერტში მიიღებს მონაწილეობას. წარმოდგენაში 20 ცნობილი ქართველი შემსრულებელი მონაწილეობს. ახალ წლამდე და ახალი წლის შემდეგ დედაქალაქში არაერთი კონცერტი, წარმოდგენა, სპექტაკლი თუ შოუ გაიმართება. მათ შორის, 4 იანვარს, 16:00 საათზე ვარდების მოედანზე იგეგმება ანსამბლ ”ბზიკების” კონცერტი.
XS
SM
MD
LG