25 დეკემბერს საქართველოში H1N1 ტიპის ვირუსმა 13 წლის მოზარდის, 26 წლის ორსული ქალისა და მისი შვილის სიცოცხლე შეიწირა. ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში, ეგრეთ წოდებული ღორის გრიპის დიაგნოზით, ცხრა ადამიანი გარდაიცვალა. ყოველი ასეთი შემთხვევა, ექიმების დასკვნით, მკურნალობის დაგვიანებამ გამოიწვია. მიზეზად ასევე დაგვიანებული მკურნალობა სახელდება ამჟამად კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი პაციენტების შემთხვევებშიც. რა დროს ითვლება შემთხვევა დაგვიანებულად და როდის გვმართებს განსაკუთრებული სიფრთხილე?
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი გვაფრთხილებს, რომ პაციენტმა ექიმს ”გრიპისთვის დამახასიათებელი სიმპტომების აღმოჩენისთანავე უნდა მიმართოს”. სიმპტომებში იგულისხმება ხველა, ცხვირით სუნთქვის გაძნელება, ყელის ტკივილი, საერთო სისუსტე და სხეულის ტემპერატურის მომატება. ამასთან, აუცილებელი არ არის, რომ ავადმყოფობა მაინცდამაინც მაღალი სიცხის ფონზე მიმდინარეობდეს და ტემპერატურა, ვთქვათ, 38 გრადუსს აღემატებოდეს. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის შოთა ცანავას თქმით, განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვენ მაღალი რისკის ჯგუფში შემავალი პაციენტები. ესენი არიან: ”ორსულები, ბავშვები, ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანები (ეს იქნება სასუნთქი, გულ-სისხლძარღვთა თუ ენდოკრინული სისტემის დაავადებები) და მოხუცები.”
თუმცა პოლიკლინიკაში დაუყოვნებლივ მისვლას ან ექიმის ბინაზე გამოძახებას შოთა ცანავა იმ ავადმყოფებსაც ანალოგიურად ურჩევს, ვინც არ მიეკუთვნება მაღალი რისკის ჯგუფს. ის ამბობს, რომ ”შექმნილი სიტუაციის გამო” სიფრთხილე ყველას მართებს. მაგრამ ვინც ამ რჩევის გათვალისწინებას არ აპირებს, მას ის მაინც უნდა ახსოვდეს, რომ ექიმთან მისვლა, უბრალოდ, სასიცოცხლოდ აუცილებელი ხდება იმ შემთხვევაში, თუკი ავადმყოფს ხველა და მაღალი ტემპერატურა 3 დღეზე მეტი ხნის მანძილზე აღენიშნება. უნდა გვახსოვდეს, რომ H1N1 ვირუსი ფილტვებს სწრაფი ტემპით აზიანებს და არსებობს მწვავე პნევმონიის განვითარების მაღალი რისკი. ლეტალურად დასრულებული შემთხვევებით თუ ვიმსჯელებთ, მკურნალობა დაგვიანებული აღმოჩნდა, როცა პაციენტმა ექიმს, მაგალითად, მე-3 ან მე-4 დღეს მიმართა.
საერთოდ, ხალხი რომ ბოლო პერიოდში მეტ სიფრთხილეს იჩენს, ამას პოლიკლინიკების სტატისტიკაც ადასტურებს. მაგალითად, თბილისში, 28-ე პოლიკლინიკის საოჯახო მედიცინის ცენტრში, პაციენტთა მიმართვის რიცხვი, შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, თითქმის გაორმაგდა კიდეც. ოჯახის ექიმის ჯული შამელაშვილის დაკვირვებით, ბოლო დროს სიფრთხილეს ისინიც კი იჩენენ, ვინც მანამდე, ამ მხრივ, დიდი ყურაღებით არ გამოირჩეოდა. მათ შორის არიან ახალგაზრდები. თუმცა, როგორც იმავე ექიმის დაკვირვება ადასტურებს, ამ სეზონის გრიპის მიმდინარეობა განსაკუთრებული სირთულით სწორედ ახალგაზრდების შემთხვევაში გამოირჩევა. საუბარია 29-დან 40-წლამდე ასაკობრივ ჯგუფზე.
თითოეული პაციენტის მდგომარეობა ექიმისგან ინდივიდუალურ მიდგომას საჭიროებს და ასევე ექიმის გადასაწყვეტია, რა დროს ჩართავს ის მკურნალობის პროცესში, მაგალითად, პრეპარატ ”ტამიფლუს”, რომლითაც პოლიკლინიკები რამდენიმე კვირის წინ მოამარაგეს. დავინტერესდით, მაგალითად, რა დროს ნიშნავს ”ტამიფლუს” ექიმი.
”ვთქვათ, პაციენტს აქვს მაღალი სიცხე, ოფლიანობა, გულისრევის შეგრძნება, ჰაერის უკმარისობა, ამ შემთხვევაში თავიდანვე ვნიშნავთ ”ტამიფლუს”. მაგრამ თუ, დავუშვათ, მდგომარეობა ჩვეულებრივი გრიპის სიმპტომატიკაში თავსდება, მაშინ ვცდილობთ, თავი შევიკავოთ ერთი-ორი დღე. უკვე მესამე დღეს, თუკი სიცხეები გრძელდება, ვამჩნევთ, რომ მდგომარეობა გაუარესდა ანდა გაუმჯობესებისკენ არ მიდის, აუცილებლად ვრთავთ ამ პრეპარატს”, - უხსნის რადიო თავისუფლებას 28-ე პოლიკლინიკის საოჯახო მედიცინის ცენტრის ექიმი ჯული შამელაშვილი.
პრეპარატ ტამიფლუს დანიშვნისას განსაკუთრებული აქცენტი ფილტვების მდგომარეობაზე კეთდება. ექიმების დაკვირვებით, პრეპარატის მიღება ზოგჯერ იმ შემთხვევებშიც ხდება საჭირო, როდესაც, მაგალითად, პაციენტმა გადაიტანა მაღალი სიცხეებით გამოხატული ავადმყოფობის რამდენიმე დღე, შემდეგ თითქოს გამოჯანმრთელდა და სხეულის ტემპერატურაც ნორმალური აქვს, მაგრამ მაინც აღენიშნება ხველა. ფილტვების მოსმენის შედეგად, ექიმებს ასეთ დროსაც აღმოუჩენიათ საკმაოდ არასახარბიელო სურათი. იგივე შეიძლება ითქვას არცთუ მაღალი სიცხით მიმდინარე გრიპის შემთხვევებზეც.
ეს ყველაფერი კი იმაზე მიუთითებს, რომ ექიმის ჩარევა აუცილებელია და რაც ადრე მოხდება ეს, მით უკეთესი იქნება მკურნალობის შედეგი. დაბოლოს, ვთქვათ იმის შესახებაც, რომ ამჟამად საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებულია H1N1-ი ვირუსით დაავადების 966 შემთხვევა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ამ ეტაპზე უკვე აღინიშნება ავადმყოფთა რიცხვის ზრდის შემცირება. შემთხვევების რაოდენობამ თანდათან კიდევ უფრო უნდა იკლოს. წესით, იანვარი, გრიპის შემთხვევათა გამოვლენის ინტენსივობის თვალსაზრისით, შედარებით მშვიდი თვე უნდა იყოს. მეორე ტალღას თებერვალში ელოდებიან, თუმცა აქვე იმედოვნებენ, რომ მომდევნო ტალღა შედარებით სუსტი იქნება.