Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიგერიელ მამაკაცს შეერთებული შტატების თვითმფრინავზე თავდასხმაში ბრალი წაუყენეს


23 წლის ნიგერიელ მამაკაცს შეერთებული შტატების სასამართლომ ბრალი წაუყენა შობის დღესასწაულზე შეერთებული შტატების სამგზავრო თვითმფრინავის აფეთქების მცდელობაში. უმარ ფარუკ აბდულმუთალაბს მოსამართლებ ბრალდება შაბათს, მიჩიგანის შტატის ერთ-ერთ საავადმყოფოში წაუკითხა. აბდულმუთალაბი მკურნალობას გადის იმ დამწვრობების გამო, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, მან მიიღო ამსტერდამიდან დეტროიტისკენ მიმავალ თვითმფრინავის აფეთქების მცდელობისას. თვითმხილველთა თქმით, მან ასაფეთქებელი მოწყობილობა აანთო, თუმცა მისი აფეთქების საშუალება სხვა მგზავრებმა და ეკიპაჟის წევრებმა არ მისცეს. თვითმფრინავში ცეცხლი გაჩნდა, თუმცა აფეთქება არ მომხდარა. შემთხვევის გამო გაძლიერებული უსაფრთხოების ზომები მოქმედებს შეერთებული შტატების, კანადის, ევროპის და სხვა რეგიონების თუ ქვეყნების აეროპორტებში.
XS
SM
MD
LG