Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნაპოლიტანო: თვითმფრინავზე თავდასხმის უფრო ფართო გეგმასთან კავშირი არ გამოკვეთილა


შეერთებული შტატების შინაგან საქმეთა მინისტრ ჯანეტ ნაპოლიტანოს განცხადებით, არ გამოკვეთილა იმის ნიშნები, რომ ნიგერიელი მამაკაცის მიერ დეტროიტში მიმავალი თვითმფრინავის აფეთქების მცდელობა უფრო ფართომასშტაბიან გეგმას უკავშირდებოდა. ნაპოლიტანოს თქმით, ამ მამაკაცის ალ-ყაიდასთან კავშირის შესახებ ვარაუდების გამოთქმა „არასწორი“ იქნება. ამასთან, როგორც ნაპოლიტანომ ტელეკომპანია CNN-ს უთხრა, არ არსებობს იმის დამადასტურებელი გარემოება, რომ ამსტერდამის აეროპორტში მამაკაცი სათანადოდ არ შეამოწმეს.
XS
SM
MD
LG