Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლავროვი: აგვისტოს კრიზისისადმი დასავლეთის მიდგომის შეცვლა წლის საეტაპო მოვლენა იყო


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი 2009 წლის ერთ-ერთ საეტაპო მოვლენად შარშანდელი აგვისტოს კრიზისისადმი დასავლეთის მიდგომის შეცვლას მიიჩნევს. ”როსიისკაია გაზეტას” მიერ დღეს გამოქვეყნებულ ინტერვიუში სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ ნატოს ბევრ წარმომადგენელს რუსეთის თავიდანვე ესმოდა, მაგრამ სოლიდარობის ლოგიკიდან გამომდინარე ნატო და ევროკავშირი იძულებულნი იყვნენ საჯაროდ სხვა პოზიცია გამოეხატათ და ეთქვათ, რომ საქართველო დაიჩაგრა და მისი ტერიტორიული მთლიანობა დაირღვა. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ირწმუნება, რომ ეს უკვე წარსულს ჩაბარდა, ინერციით გავრცელებული მსგავსი განცხადებები კი - უხერხულობას როგორც ნატოს, ასევე ევროკავშირის წევრებს უქმნის. ლავროვის განცხადებით, ევროპას და აშშ-ს ესმით, რომ სააკაშვილის მიერ 2008 წლის აგვისტოში მოწყობილი ავანტიურის განმეორება დაუშვებელია და მიუხედავად იმისა, რომ ამაზე საჯარო არ საუბრობენ, რუსეთმა ზუსტად იცის, რომ თბილისთან კონტაქტებისას დასავლეთი ამ პოზიციას საკმაოდ მკვეთრად გამოხატავს.
XS
SM
MD
LG