Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბურჯანაძის პარტიას თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა მიუღებლად მიაჩნია


ნინო ბურჯანაძის პარტიას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა მიუღებლად მიაჩნია. “დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოსთვის” პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენლებს მოუწოდებს, ადგილობრივი არჩევნებისადმი პოზიცია მკაფიოდ გამოხატონ. მოწოდება პოლიტიკურმა მოძრაობამ იმით ახსნა, რომ ხელისუფლებამ ბოლო ხანს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებებით დაამტკიცა, რომ დემოკრატიული საარჩევნო გარემოს შექმნის არანაირი სურვილი არ გააჩნია. ”პოლიტიკური სპექტრის თითოეულმა წარმომადგენელმა მკაფიოდ უნდა დააფიქსიროს პოზიცია საქართველოს ხელისუფლების მიერ ინიცირებულ ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებით და საკუთარი პოზიციით არჩევნების მართლზომიერებასა და შედეგებზე ხელისუფლებასთან ერთად პასუხისმგებლობა სრულად გაიზიაროს” - ნათქვამია ნინო ბურჯანაძის პარტიის დღევანდელ განცხადებაში.
XS
SM
MD
LG