Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მანანა არჩვაძე-გამსახურდია გერმანიისგან პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვს


საქართველოს პირველი პრეზიდენტის ქვრივი გერმანიისგან პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვს. მანანა არჩვაძე-გამსახურდიამ გერმანიის კანცლერისადმი მიმართვა გერმანიის საელჩოს გადასცა. არჩვაძე-გამსახურდიამ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ წლების განმავლობაში მისი ოჯახი ძალადობას განიცდის, რაც საქართველოს კონსტიტუაციის და გაეროს და ჰელსინკის დეკლარაციების დარღვევაა. მისივე თქმით, გერმანიისგან პოლიტიკური თავშესაფრის მიღების შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქეობაზე უარის თქმას არ აპირებს. მანანა არჩვაძე-გამსახურდიას განცხადებით, საკუთარ ვაჟს ცოტნე გამსახურდიას, რომელმაც უკანონო პატიმრობისადმი პროტესტის ნიშნად შიმშილობა განაახლა, უცხოეთიდან უკეთ დაეხმარება.
XS
SM
MD
LG