Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის ბრალდებულს განაჩენი გამოუტანეს


ჩრდილოეთ ოსეთის უმაღლესმა სასამართლომ საქართველოს სასარგებლოდ ჯაშუშობის და სახელმწიფო ღალატის ბრალდებით, რუსეთის მოქალაქეს ბადრი ყუშაშვილს 8 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. სასამართლოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დახურულ პროცესზე ყუშაშვილმა აღიარა, რომ 2007 წლიდან ერთი წლის განმავლობაში საქართველოს დაზვერვის სამსახურისთვის ჩრდილოეთ კავკასიაში მყოფი რუსული შეიარაღებული ძალების შესახებ ინფორმაციას აგროვებდა. ჩრდილოეთ ოსეთის უმაღლესი სასამართლოს ცნობით, ამჟამად რუსეთის ტერიტორიაზე სასამართლოები საქართველოს სასარგებლოდ ჯაშუშობის კიდევ ოთხ საქმეს განიხილავენ
XS
SM
MD
LG