Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის სენატორი ირანის მიმართ სანქციებს მოითხოვს


აშშ-ის სენატორმა ჯოზეფ ლიბერმანმა იმედი გამოთქვა, რომ ირანის მიმართ სანქციების შესახებ კანონი იანვრის ბოლოსთვის დამტკიცდება. ლიბერმანმა ჩვენი რადიოს „ირანულ სამსახურს“ უთხრა, რომ სანქციები დაწესდება ირანის მთავრობის მიერ მისი სადავო ბირთვული პროგრამის დასრულებაზე უარის, ასევე ადამიანის უფლებების დარღვევის გამო. ლიბერმანის ინფორმაციით, სანქციების კანონზე მუშაობს დემოკრატიული და რესპუბლიკური პარტიების წარმომადგენლებისგან შემდგარი კომისია.
XS
SM
MD
LG