Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანში აფეთქებამ თალიბანის მოწინააღმდეგე უხუცესები დახოცა


პაკისტანში გზის პირას ჩადებულ ბომბზე აფეთქდა მანქანა, რომელშიც თალიბანის რამდენიმე გავლენიანი მოწინააღმდეგე იმყოფებოდა. მათგან ორი დაიღუპა, ოთხი კი მძიმედ დაიჭრა. საინფორმაციო სააგენტო "ასოშიეიტიდ პრესის" ცნობით, ადგილობრივმა ოფიციალურმა პირმა ნასიბ შაჰმა განაცხადა, რომ მანქანაში მყოფი უხუცესები აყალიბებდნენ თალიბანის მოწინააღმდეგე შეიარაღებულ ორგანიზაციას ბაჯურის რეგიონში, რომელიც ავღანეთის საზღვრის მახლობლად მდებარეობს და რომელშიც ძლიერია ექსტრემისტების პოზიცია. ამ წყაროს ცნობით, უხუცესები მიემგზავრებოდნენ ქალაქ ხარში ადგილობრივ ოფიციალურ პირებთან შესახვედრად, როცა აფეთქება მოეწყო.
XS
SM
MD
LG