Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იემენში აშშ-ისა და ბრიტანეთის საელჩოები დაიხურა


აშშ-მა და ბრიტანეთმა იემენში თავიანთი საელჩოები დახურეს ამ ქვეყანაში ტერაქტების მუქარის საპასუხოდ. დღეს ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა გორდონ ბრაუნმა ბრიტანეთის სამაუწყებლო კომპანია BBC-ის ტელეეთერში განაცხადა, რომ ისლამისიტი ექსტრემისტები, განდევნილი პაკისტანიდან და ავღანეთიდან, უთუოდ აღიდგენენ ძალებს მძიმე პრობლემების მქონე ქვეყნებში, როგორიცაა იემენი, ან სომალი. ამიტომ, ბრაუნის თქმით, საერთაშორისო თანამეგობრობამ სიფხიზლე უნდა გამოიჩინოს მსოფლიოს ყველა კუთხეში, შეუმდგარ ან მძიმე ვითარებაში მყოფ სახელმწიფოებში, რომლებიც ხელს ვერ უშლიან ტერორისტული ორგანიზაციების ქმედებას.
XS
SM
MD
LG