Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იემენში აშშ-ის და ბრიტანეთის დიპლომატიური მისიები კვლავ დახურულია უსაფრთხოების ზომების გამო


უსაფრთხოებასთან დაკავშირებული შეშფოთების გამო, იემენში აშშ-ის და ბრიტანეთის საელჩოები მეორე დღეა დახურული რჩება. ორშაბათს გავრცელებული ინფორმაციით, თავისი საელჩო იემენში, ამავე მიზეზით, დახურა საფრანგეთმაც. უშიშროების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის, ბარაკ ობამას მრჩეველის, ჯონ ბრენანის თქმით, არსებობს ნიშნები, რომ ალ ყაიდა იემენში აპირებს თავდასხმების მოწყობას. ობამამ ბრალად დასდო ალ ყაიდის ფილიალს იემენში, რომ შეაიარაღა და გაწვრთნა ნიგერიელი, რომელიც შობა დღეს აშშ-ის თვითმფრინავის აფეთქებას აპირებდა.
XS
SM
MD
LG