კომპანია „აირზენა – საქართველოს ავიახაზებმა” დღეს განაცხადა, რომ თბილისი-მოსკოვის მიმართულებით პირდაპირ ჩარტერულ რეისებს 8, 9 და 10 იანვარს შეასრულებს. ავიაკომპანიის ცნობით, რუსეთის შესაბამისი ნებართვის შემთხვევაში, ამავე მარშრუტით ავიარეისებს 16, 20 და 22 იანვარსაც შეასრულებს. ”აირზენას” ჯერჯერობით არ გადაუწყვეტია, დაინიშნება, თუ არა ჩარტერული რეისი თბილისი-სანკტ-პეტერბურგის მიმართულებით.
ყველაზე პოპულარული
1