Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სომალის სამხრეთში მუშაობა შეაჩერა გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამამ


სომალის სამხრეთში მუშაობა შეაჩერა გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამამ. რეიტერის ცნობით, პროგრამის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ გადაწყვეტილება მიღებული იქნა იმ მუქარის გამო, რომელიც გაეროს თანამშრომლების მისამართით ისლამური დაჯგუფების „აშ შაბააბის“ მებრძოლებმა გამოთქვეს. სომალელთა დიდი ნაწილი, დაახლოებით სამნახევარი მილიონი ადამიანი, გადაუდებელ ჰუმანიტურულ დახმარებას საჭიროებს.
XS
SM
MD
LG