Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ობამა საავიაციო უსაფრთხოების შესახებ დეტალურ ინფორმაციას ითხოვს


აშშ-ის პრეზიდენტი ქვეყნის სპეცსამსახურების ხელმძღვანელებისგან საავიაციო უსაფრთხოების შესახებ დეტალურ ინფორმაციას დღევანდელ საგანგებო თათბირზე მიიღებს. სიტუაციის სრული ანალიზი ბარაკ ობამამ მას შემდეგ მოითხოვა, რაც გასული წლის ბოლოს 23 წლის ნიგერიელის მიერ ამერიკული თვითმფრინავის აფეთქების მცდელობა მგზავრებმა აღკვეთეს.
მოელიან, რომ ობამა რეფორმების სიას გამოაქვეყნებს, რომელთა გატარების მიზანია, მომავალში შესაძლებელი თავდასხმების თავიდან აცილება. მანამდე ის ესაუბრება დაზვერვის, ტერორიზმთან ბრძოლის და შინაგანი უსაფრთხოების სამსახურების უფროსებს. აშშ-მა მის მიერ ტერორიზმის მხარდამჭერად მიჩნეული 14 ქვეყნიდან შესრულებული ავიარეისების მგზავრთა პირადი კონტროლის რეჟიმი უკვე გაამკაცრა.
XS
SM
MD
LG