Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში ბრიტანელი ჟურნალისტი დაიღუპა


კვირას ავღანეთში ბრიტანელი ჟურნალისტი დაიღუპა, - ნათქვამია ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ამერიკის საზღვაო ქვეითთა ავტომობილი, რომელშიც გაზეთ “სანდი მირორის” კორესპონდენტი რუპერტ ჰაიმერი იმყოფებოდა, ნაღმზე აფეთქდა. ინციდენტი ავღანეთის სამხრეთ პროვინცია ჰილმენდში მოხდა. აფეთქებისას კიდევ ორი ადამიანი დაიღუპა – ამერიკელი და ავღანელი სამხედრო. გაზეთ “სანდი მირორის” ფოტოკორესპონდენტი ფილიპ კორბუნი მძიმედ არის დაჭრილი. დიდი ბრიტანეთის პრენიერ-მინისტრმა გორდონ ბრაუნმა ჟურნალისტის დაღუპვის გამო სამძიმარი გამოთქვა.
XS
SM
MD
LG