Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იგეგმება განაჩენის გამოცხადება მუხროვანის პროცესზე


11 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლოში, მოსამართლე ჯემალ კოპალიანი მუხროვანის სამხედრო ამბოხში ბრალდებულთა სასამართლო პროცესის განაჩენს გამოაცხადებს. როგორც “მედიანიუსს” არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციამ “ჩვენი უფლებებისთვის” თავმჯდომარემ დავით ლილუაშვილმა განუცხადა, ხვალინდელი სასამართლო პროცესის პარალელურად, სამოქალაქო საზოგადოება, განსასჯელთა ოჯახის წევრები, კოალიცია “ჩვენი უფლებებისთვის” და ბრალდებულთა მხარდამჭერი სამოქალაქო კომიტეტის ორგანიზებით, თბილისის საქალაქო სასამართლოსთან გაიმართება აქცია, სახელწოდებით: “პატრიოტები და გმირები -- სააკაშვილის პირადი ტუსაღები.” მუხროვანის ამბოხში სულ 41 ბრალდებული იყო, რომელთაგან 21-მა საპროცესო შეთანხმება გააფორმა. ამბოხება 2009 წლის 5 მაისს მოხდა.
XS
SM
MD
LG