Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კობა კობალაძე სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს


თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ჯემალ კოპალიანმა მუხროვანის სამხედრო ამბოხებაში ბრალდებული კობა კობალაძე უდანაშაულოდ ცნო და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა. კობალაძე მხოლოდ იარაღის უკანონო შენახვა-ტარების ნაწილში გაამტყუნეს და 8 თვე თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, მაგრამ რადგან კობალაძეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან, იგი სასამართლო სხდომის დარბაზიდან გაათავისუფლეს. დანარჩენი განსასჯელების მიმართ მოსამართლემ პროკურატურის მოთხოვნა დააკმაყოფილა და ამბოხების ორგანიზებაში ბრალდებულებს: კობა ოთანაძეს 29-წლიანი, ლევან ამირიძეს 28-წლიანი, შოთა გორგიაშვილს 19-წლიანი, სამოქალაქო პირებს კი 11-წლიანი პატიმრობა მიესაჯათ.
XS
SM
MD
LG