Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტისა და არასამთავრობო ორგანიზაციების შეხვედრაზე ცესკოს თავმჯდომარეობის 11 კანდიდატი დასახელდა


საქართველოს პრეზიდენტსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის დღეს ბათუმში გამართულ შეხვედრაზე ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობის 11 კანდიდატი დასახელდა. ცესკოს თავმჯდომარეობის ერთ-ერთი კანდიდატის, ეკა სირაძის ინფორმაციით, ესენი არიან: ოთარ სიჭინავა, ზურაბ ხარატიშვილი, ლევან თარხნიშვილი, დავით აფრასიძე, სერგო რატიანი, დავით პაიჭაძე, ზურაბ ჭიაბერაშვილი, ირაკლი ყიფშიძე, ლევან ბეჟაშვილი და არჩილ მიქელაძე. ამავე შეხვედრაზე პრეზიდენტი სააკაშვილი გამოვიდა ინიციატივით, რომ ცესკოს თავმჯდომარეობის წარმოდგენილ კანდიდატთაგან სამის შერჩევის ვადა 2 კვირით გაგრძელდეს. მან ამ თხოვნით პარლამენტს მიმართა. საარჩევნო კოდექსში შესული ცვლილებებით, სამი კანდიდატი პრეზიდენტმა ცესკოს უნდა წარუდგინოს, სადაც სასურველ კანდიდატს ხმათა უმრავლესობით აირჩევენ ცესკოში ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების მიერ დანიშნული წევრები. თუ ისინი კანდიდატზე ვერ შეთანხმდებიან, მაშინ ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატები კენჭის საყრელად პარლამენტს წარედგინება.
XS
SM
MD
LG