Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელმა ბოდიში მოუხადა თურქეთს მისი ელჩის შეურაცხყოფის გამო


ისრაელმა დღეს ბოდიში მოუხადა თურქეთს მისი ელჩის შეურაცხყოფის გამო. ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც გამოთქვამს იმედს, რომ ბოდიშის მოხდა ბოლოს მოუღებს ორ მოკავშირეს შორის უთანხმოებას. თურქეთი თავისი ელჩის გაწვევით იმუქრებოდა, თუ ისრაელი ბოდიშს არ მოიხდიდა მისი ელჩის შეურაცხყოფის გამო. დიპლომატიური დაპირისპირება ორშაბათს დაიწყო, როცა ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დანი აიალონმა თურქი დიპლომატი დაიბარა თურქულ ტელედრამასთან დაკავშირებით, რომელშიც ისრაელის აგენტები სისასტიკით გამოირჩეოდნენ. მინისტრის მოადგილემ უკმაყოფილება იმითაც გამოხატა, რომ თურქ დიპლომატს ხელი არ ჩამოართვა. თურქეთი ამის გამო ოფიციალურ ბოდიშს მოითხოვდა.
XS
SM
MD
LG