Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შორეულ აღმოსავლეთში დაიკარგა რუსეთის შეიარაღებული ძალების თვითმფრინავი


შორეულ აღმოსავლეთში უგზო-უკვლოდ დაიკარგა რუსეთის შეიარაღებული ძალების კუთვნილი თვითმფრინავი. სამხედრო თვითმფრინავი სუ-27-ი ხაბაროვსკის მხარეში გეგმიური დავალების შესრულებისას გაუჩინარდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, თვითმფრინავის ძებნაში ჩართულია სამაშველო სამსახურის ვერტმფრენები. თვითმფრინავთან კავშირი 14 იანვარს დილით დაიკარგა.
XS
SM
MD
LG