Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სარკოზი საჭიროდ მიიჩნევს ჰაიტის შესახებ დონორთა კონფერენციის გამართვას


საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი გამოვიდა მოწოდებით, გაიმართოს საერთაშორისო კონფერენცია ჰაიტიში აღდგენით სამუშაოებზე მას შემდეგ, რაც ძლიერმა მიწისძვრამ მძიმედ დააზარალა კარიბის რეგიონის ეს ქვეყანა. სარკოზის თქმით, საფრანგეთი შეერთებულ შტატებთან, კანადასთან და ბრაზილიასთან ერთად იზრუნებს დონორების შეხვედრის ორგანიზებაზე. პარიზმა უკვე გააგზავნა ტონობით დახმარება ჰაიტიში და სამხედრო-საზღვაო ძალების ორ გემს მიავლენს სამედიცინო აღჭურვილობით. სარკოზის თქმით, ის მომავალ კვირებში აპირებს ჰაიტიში ჩასვლას პრეზიდენტ რენე პრევალთან შესახვედრად. ჰაიტი საფრანგეთის ყოფილი კოლონიაა.
XS
SM
MD
LG