Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ 100 მლნ დოლარით აფინანსებს ჰაიტისთვის განკუთვნილ პირველ დახმარებას


პრეზიდენტ ბარაკ ობამას განცხადებით, შეერთებული შტატები 100 მლნ დოლარით აფინანსებს კატასტროფული მიწისძვრით დაზარალებული ჰაიტისთვის პირველი დახმარების მიწოდებას. პრეზიდენტ ობამას თქმით, ვაშინგტონი ათასობით ჯარისკაცს აგზავნის ჰაიტიზე სამაშველო სამუშაოებში მონაწილეობის მისაღებად. მათ ევალებათ აგრეთვე უსაფრთხოებაზე ზრუნვა. ამასობაში, საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელმა, დომინიკ სტროს-კანმა განაცხადა, რომ ფონდი 100 მლნ დოლარს მიაწვდის ჰაიტის დახმარების სახით. ჰაიტის წითელი ჯვრის კოორდინატორმა, ვიქტორ ჯეკსონმა დღეს გამოთქვა ვარაუდი, რომ დაღუპულების რიცხვი 45-50 ათასამდე ადამიანს აღწევს.
XS
SM
MD
LG