Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰაიტიში უკმაყოფილებას იწვევს უცხოეთიდან დახმარების შეფერხება


ჰაიტიში უკმაყოფილებას იწვევს მიწისძვრით დაზარალებულებისთვის განკუთვნილი დახმარების შეფერხება. მაშველებმა და დახმარების ტვირთმა უკვე დაიწყეს ჩასვლა, მაგრამ პრობლემები უკავშირდება დასახლებებში მისვლას. თვითმფრინავებს ლოდინი უწევთ ჰაიტის მომცრო აეროპორტზე დასაშვებად, ადგილზე არ არის საკმარისი საწვავი, მთავარ ნავსადგურს დიდი ზარალი მიადგა, გზები ჩახერგილია. გავრცელებული ინფორმაციით, ქუჩებში გვამებია, გადარჩენილების დიდ ნაწილს უკვე მესამე ღამის ღია ცის ქვეშ გატარება მოუწია ნანგევებად ქცეულ დედაქალაქ პორტ-ო-პრენსში. წითელი ჯვრის შეფასებით, 50 000-მდე ადამიანის სიცოცხლე შეიწირა სამშაბათს მომხდარმა მიწისძვრამ, რომლის სიმძლავრეც 7 აღწევდა. ვაშინგტონში პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ შეერთებული შტატები 100 მლნ დოლარით აფინანსებს ჰაიტისთვის განკუთვნილ პირველ დახმარებას. კიდევ 30 ქვეყანა აგზავნის მაშველებს და დახმარებას სტიქიური უბედურებით დაზარალებულებისთვის.
XS
SM
MD
LG