Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლეიბორისტებმა ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს მიმართვა გაუგზავნეს


საქართველოს ლეიბორისტულმა პარტიამ ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს გაუგზავნა მიმართვა, რომელშიც ნათქვამია, რომ ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის ეკა ბესელიას არასრულწლოვანი ვაჟი და ძმა და მათთან ერთად, ხულიგნობის და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით, რამდენიმე თვის წინ დაკავებული ორი პირი უკანონო პატიმრები არიან. ლეიბორისტები მათ ხელისუფლების პოლიტიკურ მძევლებად მიიჩნევენ და დაპატიმრებისა და ბრალდების წარდგენისას ადამიანის უფლებათა დარღვევის გამო, თომას ჰამარბერგისგან შესაბამისად მოქმედებას ითხოვენ.
XS
SM
MD
LG