Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰაიტიში მაშვლებმა სამი ადამიანი ამოიყვანეს მიწისძვრით დანგრეული შენობის ნანგრევებიდან


დღეს ჰაიტიში მაშვლებმა დედაქალაქ პორტ-ო-პრენსში მიწისძვრით დანგრეული შენობის ნანგრევებიდან შეძლეს სამი გადარჩენილი ადამიანის ამოყვანა. საერთო ჯამში 70 ადამიანის გადარჩენა მოხერხდა. ათიათასობით ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. გრძელდება ქვეყანაში ჰუმანიტარული დახმარების გაგზავნა, მაგრამ მისი ტრანსპორტირება რთულდება სატრანსპორტო მაგისტრალების უქონლობისა და კატასტროფით გამოწვეული ზარალის გამო.
XS
SM
MD
LG