Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რომის პაპი მეორე მსოფლიო ომის დროს ვატიკანის პოზიციას იცავს


რომის პაპმა ბენედიქტე XVI-მ, რომის მთავარ სინაგოგაში ვიზიტისას ჰოლოკოსტის დროს ვატიკანის პოზიციაზე ილაპარაკა. მან თქვა, რომ მართალია, ომის დროს ბევრი, სამწუხაროდ გულგრილი იყო ებრაელთა ტანჯვის მიმართ, მაგრამ თავად ვატიკანი მათ ეხმარებოდა, თუმცა ხშირად ფარულად. მისი ეს განცხადება მოჰყვა იტალიელ ებრაელთა ლიდერის ბრალდებებს, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს მაშინდელი პაპის, პიუს XII-ის ”მტკივნეულ სიჩუმეზე” ლაპარაკობდა. ებრაელები ეწინააღმდეგებიან ბენედიქტეს, რომელიც პიუს მეთორმეტის წმინდანად გამოცხადებას აპირებს.

XS
SM
MD
LG