Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზურაბ ნოღაიდელი: მალე საზოგადოებას სააკაშვილისა და მერაბიშვილის პოლიტიკურ ნეკროლოგებს წავაკითხებთ


"მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის" ლიდერმა ზურაბ ნოღაიდელმა დღეს გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, რომ მალე საზოგადოებას პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისა და შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის პოლიტიკურ ნეკროლოგებს წააკითხებს. ყოფილი პრემიერ-მინისტრის თქმით, ერთ-ერთმა სახელმწიფო მოხელემ, რომელიც მისი მეგობარია, რესტორანში, კუდ-ის თანამშრომელთა შეკრებაზე მოისმინა, როგორ ‘’ტრაბახობდა’’ დეპარტამენტის ერთ-ერთი თანამშრომელი, რომ მალე კოლეგებს ზურაბ ნოღაიდელის ნეკროლოგს წააკითხებდა. ”მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის” ლიდერმა განაცხადა, რომ ამ გაზაფხულზე კონკრეტულ არჩევანს თავად ხალხი გააკეთებს.
XS
SM
MD
LG