Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი ალასანია: "ამომრჩევლისგან მიღებულ ყველა ხმას სიცოცხლის ფასად დავიცავთ."


პოლიტიკური გაერთიანების - "ალიანსი საქართველოსთვის" - ერთ-ერთი ლიდერის, ირაკლი ალასანიას აზრით, ოპოზიციის ძირითადი ნაწილის პრობლემა დღემდე ის იყო, რომ, ხელისუფლების მისამართით კრიტიკას არ ახლდა რეალური შეთავაზება ამომრჩევლისათვის: რას გააკეთებდა ოპოზიციური ძალა ხელისუფლებაზე უკეთესად. ალასანიას განცხადებით, ამ მხრივ ვითარება შეიცვალა - გამოცდილების საფუძველზე, რომელიც მისმა პოლიტიკურმა ძალამ განვლილი წლის მანძილზე მიიღო, ის მზად არის, მკაფიო წინადადებები გამოთქვას ამომრჩევლისთვის მტკივნეულ ყველა საკითხზე - ჯანდაცვისა და განათლების სისტემებზე, აგრეთვე იმის შესახებ, თუ როგორ აპირებენ ის და მისი თანამოაზრეები საშუალო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობას, რათა სამუშაო ადგილები გაჩნდეს. ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა ამ და სხვა საკითხებზე ისაუბრა რადიო „თავისუფლების“ ყოველკვირეულ პროგრამა "ინტერაქტიულ დიალოგში". ადგილობრივი თვითმმართველობის მომავალ არჩევნებთან დაკავშირებით ალასანიამ განაცხადა, რომ "საკუთარი სიცოცხლის ფასად" დაიცავენ ყველა ხმას, რომელსაც ამომრჩევლისაგან მიიღებენ, რადგან საქმე ეხება არა ჩვეულებრივ ადგილობრივ არჩევნებს, არამედ "რეფერენდუმს საქართველოს დემოკრატიულობაზე". ირაკლი ალასანია აპირებს, კენჭი იყაროს თბილისის მერის თანამდებობაზე.
XS
SM
MD
LG