Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვანკუვერის ოლიმპიური თამაშების ორგანიზატორებს მანქანებით თოვლის ზიდვა მოუწევთ


ვანკუვერის ოლიმპიადის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ მზად არიან დაიწყონ მანქანებით თოვლის შეზიდვა იმისათვის, რომ თავიდან აიცილონ ბუნებრივი თოვლის სიმცირით გამოწვული პრობლემები. ვანკუვერის ოლიმპიური თამაშები 12 თებერვალს იწყება. ერთ-ერთმა ორგანიზატორმა განაცხადა, რომ საორგანიზაციო კომიტეტი მზად არის, სატვირთო მანქანებითა და ვერტმფერნითაც მიიტანონ თოვლი დასავლეთ კანადის იმ ადგილებში, სადაც თამაშები უნდა გაიმართოს.
XS
SM
MD
LG