რუსეთი და ამერიკის შეერთებული შტატები ვერ მოხვდნენ იმ 54 ქვეყანას შორის, სადაც, ლისაბონის ხელშეკრულების საფუძველზე ევროკომისიის წარმომადგენლობები გაფართოებული უფლებამოსილების საელჩოებად გარდაიქმნებიან. ევროკავშირის საგარეო უწყების ხელმძღვანელის კეტრინ ეშტონის გადაწყვეტილებით, 8 ახალი ტიპის დიპლომატიური მისია შეიქმნება ევროპაში (საქართველოში, უკრაინაში, მოლდავეთში, მაკედონიაში, სერბიაში, ჩერნოგორიაში, ნორვეგიაში, შვეიცარიაში და სომხეთში), 12 აზიაში, დანარჩენი 34 კი აფრიკაში. ახალი წარმომადგენლობები მიიღებენ ევროკავშირის წევრი ქვეყენების საელჩოების მოქმედებათა კოორდინირებისა და კავშირის სახელით განცხადებების გაკეთების უფლებას.
ყველაზე პოპულარული
1