Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეთიოპიის სამგზავრო თვითმფრინავი ხმელთაშუა ზღვაში ჩავარდა


ეთიოპიის ავია-კომპანიის თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა - ბეირუთის აეროპორტიდან აფრენიდან ცოტა ხანში ის ხმელთაშუა ზღვაში ჩავარდა. თვითმფრინავში დაახლოებით 90 ადამიანი იმყოფებოდა. არსებული ინფორმაციით, თვითმფრინავი ქარიან ამინდში აფრენიდან სულ მალე გაქრა რადარიდან. მგზავრებს შორის იყო ლიბანში საფრანგეთის ელჩის მეუღლეც. ლიბანის მთავრობის მაღალჩინოსნები კატასტროფის შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ რაფიკ ჰარირის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში მივიდნენ. თვითმფრინავი ბეირუთიდან ადის აბებაში მიფრინავდა.
XS
SM
MD
LG